Accentnews.ge
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ECHR-ის დადგენილებების შეუსრულებლობაზე კანონი მიიღო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ECHR-ის დადგენილებების შეუსრულებლობაზე კანონი მიიღო

07/06/2022 19:01:40 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ "ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს" (ECHR) დადგენილებების შეუსრულებლობაზე კანონი მიიღო.

რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უარს ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე. კერძოდ, კანონი უფლებას იძლევა, არ შესრულდეს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ECHR–ის დადგენილებები, რომლებიც 2022 წლის 15 მარტის შემდეგაა მიღებული.

გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთის ევროპის საბჭოდან გარიცხვა სახელდება.

რუსეთი ევროსაბჭოს წევრი 1996 წელს გახდა. თებერვლის ბოლოს ორგანიზაციამ რუსეთს წევრობა შეუჩერა უკრაინაში შეჭრის გამო. ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს ევროსაბჭოს მუშაობაში, ორგანიზაციის კომიტეტმა კი მას წევრობა შეუჩერა. 15 მარტს რუსეთი გარიცხეს ევროპის საბჭოდან. რუსეთო ისტორიაში პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ორგანიზაციიდან გაირიცხა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S