Accentnews.ge
პოლონეთი უკრაინას 50-ზე მეტ ჰაუბიცას მიჰყიდის

პოლონეთი უკრაინას 50-ზე მეტ ჰაუბიცას მიჰყიდის

07/06/2022 17:00:20 მსოფლიო

პოლონეთი უკრაინას 50 ერთეულზე მეტ ჰაუბიცას მიჰყიდის.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, იარაღის ჯამური ღირებულება 700 მილიონ დოლარს აღწევს.

მისი თქმით, საფასური ნაწილობრივ ევროკავშირის სახსრებიდან ფინანსდება, დარჩენილი ნაწილი კი, უკრაინის ბიუჯეტიდან დაიფარება.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S