ამერიკელი მეცნიერები – ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენების შედეგად სწორი ნაწლავის კიბოს მქონე ყველა პაცინეტში დაავადება გაქრა
07/06/2022 15:41:09 მსოფლიო
ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენების შედეგად სწორი ნაწლავის კიბოს მქონე ყველა პაცინეტში დაავადება გაქრა, – იუწყებიან ამერიკელი მეცნიერები.
კვლევა ნიუ-იორკის Memorial Sloan Kettering (MSK) კიბოს ცენტრის მეცნიერებმა ჩაატარეს, მასში მონაწილეობას 12 პაციენტი იღებდა.
კვლევის შედეგების თანახმად, სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადებული 12–ვე პაციენტმა დაინახა, რომ სიმსივნე გაქრა პრეპარატ "დოსტარლიმაბით" მკურნალობის შემდეგ. პაციენტები იღებდნენ "დოსტარლიმაბის" დოზას ყოველ 3 კვირაში ერთხელ 6 თვის განმავლობაში, იმ იდეით, რომ მკურნალობის შემდეგ მათ უნდა ჩაეტარებინათ სტანდარტული ქიმიოთერაპია, რადიაციული თერაპია და ოპერაცია. თუმცა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყველა შემთხვევაში, კიბო განიკურნა მხოლოდ ექსპერიმენტული პრეპარატით მკურნალობით.
მეცნიერების თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები ძალიან იმედისმომცემია, ახალი მიდგომა ჯერ–ჯერობით ვერ ჩაანაცვლებს მკურნალობის ამჟამინდელ თერაპიულ მიდგომას".
როგორც მკვლევარები აცხადებენ, საბოლოო დასკვნების გამოსატანად დამატებითი კვლევებია საჭირო:
"შემდგომი კვლევები უნდა იყოს მიმართული ასაკის, თანმხლები დაავადებებისა და სიმსივნის ზომის ჰეტეროგენულობაზე“.
MSK-ს მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ისინი ასევე სწავლობენ, შეუძლია თუ არა იგივე მეთოდს დაამარცხოს სხვა სახის კიბო და იკვვლევენ კუჭის, პროსტატის და პანკრეასის კიბოთი დაავადებულ პაციენტებსაც.


