ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს
07/06/2022 15:10:10 ეკონომიკა
ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს.
პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, ცხრამ კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
იგი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად მაისში წარადგინეს.
ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის პოსტი 9 თებერვალს დატოვა.


