გერმანიაში, სუპერმარკეტში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა
07/06/2022 13:26:19 მსოფლიო
გერმანიაში, სუპერმარკეტში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი ქალაქ შვალმშტადტში მოხდა.
ინციდენტის მოტივი და დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შვალმშტადტი ფრანკფურტის ჩრდილოეთით მდებარეობს, სადაც 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.


