ლარი გამყარებას განაგრძობს
07/06/2022 13:09:19 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9604 ლარი ეღირება, ევრო – 3.1620 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7049 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9624 ლარი ღირდა, ევრო – 3.1772 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.7175 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


