Accentnews.ge
ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე: "უკრაინის წინააღმდეგ ომში 8000-ზე მეტი მებრძოლი გავგზავნეთ"

ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე: "უკრაინის წინააღმდეგ ომში 8000-ზე მეტი მებრძოლი გავგზავნეთ"

07/06/2022 12:26:10 მსოფლიო

ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთიდან უკრაინის წინააღმდეგ ომში 8000-ზე მეტი მებრძოლი გაიგზავნა.

"8,172 არის რესპუბლიკის ტერიტორიიდან უკრაინაში გაგზავნილ მებრძოლთა საერთო რაოდენობა და იგი მოიცავს როგორც ოფიციალურ უსაფრთხოების ძალებს, ასევე მოხალისეებს",– განაცხადა დაუდოვმა.

ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და ბლოგერები იტყობინებიან, რომ მათ რესპუბლიკის არაერთმა მაცხოვრებელმა მიმართა, რომელთა თქმით, ადამიანებს იტაცებენ, რათა შემდეგ იძულებით "მოხალისეებად" გაგზავნონ უკრაინის წინააღმდეგ ომში. მათი თქმით, "არჩევანი ადვილი არ არის: ან ხელს აწერთ კონტრაქტს და მიდიხართ მოსაკლავად, ან რისკავთ "საიდუმლო" ციხეებში განუსაზღვრელი დროის გატარებას".

უკრაინაში ომის დაწყების პირველ დღეებში რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებდა, რომ ჩეჩნეთის მოსახლეობა მზად იყო, საომარ მოქმედებებში მონაწილეობა "ნებაყოფლობით" მიეღო, შემდეგ ცნობილი გახდა შემთხვევები, როდესაც ომში წასასვლელად იწვევდნენ უსაფრთხოების ძალების "მსჯავრდადებულ" წარმომადგენლებსა და კადიროვის კრიტიკოსების ნათესავებს. გარკვეული დროის შემდეგ კი "მოხალისეების" დაქირავება ფულადი ანაზღაურებით დაიწყეს. რამზან კადიროვი თითოეულ "მოხალისეს" უკრაინაში საბრძოლველად წასვლის სანაცვლოდ 300 000 რუბლის ერთჯერად გადახდას დაჰპირდა, რაც რამდენიმე კვირის შემდეგ გაუქმდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S