
"ქართულ სპორტს ისტორიაში არასდროს ჰქონია ამდენი მიღწევა, რამდენიც წელს"
30/09/2019 09:27:37 ციტატა
“სპორტის მიმართულებითაც წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. მართლაც, ქართულ ისტორიაში ქართულ სპორტს არასდროს ჰქონია ამდენი მიღწევა. ფაქტიურად, ყოველ დღე განებივრებულები ვართ ძალიან მნიშნველოვანი საერთაშორისო შედეგებით".
ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.