Accentnews.ge
როგორ შევამციროთ თამბაქოს მოწევისგან გამოწვეული ზიანი

როგორ შევამციროთ თამბაქოს მოწევისგან გამოწვეული ზიანი

07/06/2022 09:06:49 საზოგადოება, რეკლამა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იუწყება, რომ თამბაქოს ზიანის შემცირების ერთადერთ საშუალებას თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს. ეს ის გზაა, რომელიც მიზნად ისახავს, გადაარჩინოს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

მართალია, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები და კანონმდებლები თანხმდებიან, რომ მწეველთათვის საუკეთესო არჩევანს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, მათი დიდი ნაწილი არ ანებებს თავს მოწევას. შესაბამისად, დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და მათი რაოდენობა წლების განმავლობაში თითქმის უცვლელი რჩება.

სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის ექსპერტები, ჯანდაცვის ორგანიზაციები და კანონმდებლები თანხმდებიან, რომ საჭიროა თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების ისეთი სტრატეგიების იმპლემენტაცია, რომლებიც შესაძლებელს გახდის მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას.

„თამბაქოს ზიანის შემცირების მიზნით შექმნილ ნიკოტინის შემცველ ალტერნატიულ პროდუქტებს აქვთ პოტენციალი, დიდწილად შეამცირონ თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების რაოდენობა. ეს პროდუქტები შესაძლოა 21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენდეს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გადაარჩინოს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე“, - წერენ ექსპერტები 2014 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისადმი გაგზავნილ წერილში.

რა შესაძლებლობა აქვს ზიანის შემცირების სტრატეგიას?

მწეველთათვის ზიანის შემცირების საუკეთესო საშუალებას, რა თქმა უნდა, მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მილიარდობით ადამიანი კვლავ გააგრძელებს მოწევას.

ამის მიზეზი კი ნიკოტინია. ნიკოტინი ეს არის ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. მისი მიღების ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ფორმას კი თამბაქოს წვა წარმოადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ ნიკოტინის მიღების მიზნით, ადამიანები მოიხმარენ ტრადიციულ სიგარეტს.

თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ნიკოტინი არ წარმოადგენს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს. მეცნიერული კვლევების თანახმად, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზად თამბაქოს კვამლი და მასში შემავალი 6000-მდე მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერება სახელდება.

ზიანის შემცირების სტრატეგია კი წარმოადგენს შესაძლებლობას ზრდასრული მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას, გააკეთონ გონივრული, ინფორმირებული არჩევანი და შეამცირონ საკუთარი ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი.

ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტების მეშვეობით, მწეველს შეუძლია მიიღოს ნიკოტინის სასურველი დონე. რაც ნიშნავს იმას, რომ ზიანის შემცირების სტრატეგიას აქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ შეამციროს თავად მწეველის, არამედ მათ გარშემომყოფთა ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი და ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ კეთილდღეობას.

მწეველის არჩევანი და თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნის შესაძლებლობა

მსოფლიოს წამყვანი ჯანდაცვის ექსპერტები აღიარებენ ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტების შესაძლო პოტენციალს და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საშუალებები სიგარეტის მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს.

არსებული კვლევების თანახმად, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, ნიკოტინის შეცველი ალტერნატიული პროდუქტები დაახლოებით 90-95%-ით ამცირებს მავნე ნივთიერებების რაოდენობას. შესაბამისად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სწორედ აღნიშნული პროდუქტების დახმარებით მალე შესაძლებელი გახდება შეიქმნას თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S