
104 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
07/06/2022 08:24:35 ევროპა
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 31 360 ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 7 ივნისის მდგომარეობით დაახლოებით ასე გამოიყურება:
- პერსონალი - 31360 (+110 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
- ტანკები 1390 (+4),
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3416 (+16),
- საარტილერიო სისტემები - 694 (+4),
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 207,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 96,
- თვითმფრინავი - 212 (+1),
- ვერტმფრენები - 177 (+1),
- გემები / ნავები - 13,
- საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2405 (+10),
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 553 (+2),
- სპეციალური აღჭურვილობა - 53,
- საკრუიზო რაკეტა – 125.
როგორც განიმარტა, ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი გასული დღე–ღამის განმავლობაში განიცადა სლავიანსკის მიმართულებით.