Accentnews.ge
AP – რუსეთმა "აზოვსტალში" დაღუპული მებრძოლების ცხედრების უკრაინისთვის გადაცემა დაიწყო

AP – რუსეთმა "აზოვსტალში" დაღუპული მებრძოლების ცხედრების უკრაინისთვის გადაცემა დაიწყო

07/06/2022 06:39:55 მსოფლიო

რუსეთმა "აზოვსტალში" დაღუპული მებრძოლების ცხედრების უკრაინისთვის გადაცემა დაიწყო, – იუწყება AP.

დაბომბილი ქარხნის ნანგრევებიდან ამოყვანილი სამხედროების ცხედრები უკრაინის დედაქალაქ კიევში გადაასვენეს, სადაც ნაშთების იდენტიფიცირებისთვის მიმდინარეობს დნმ-ის კვლევა. რამდენი ცხედარი შეიძლება, იყოს ქარხანის ტერიტორიაზე ამ დროისთვის გაურკვეველია.

რაც შეეხება გადარჩენილ მებრძოლებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "აზოვსტალის" 2500-ზე მეტი მებრძოლი პატიმრობაში იმყოფება და უკრაინა მათ გასათავისუფლებლად მუშაობს.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S