"ცეცხლის შეწყვეტა არაა სისასტიკის დასასრული, ეს შეცდომა უკვე სამჯერ დავუშვით"
07/06/2022 06:15:58 მსოფლიო
ესტონეთის პრემიერ–მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკის შეწყვეტას.
"ძალიან მაწუხებს ნაადრევი ზარები ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის შესახებ, რადგანაც ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკის დასარულს. ეს შეცდომა უკვე დავუშვით სამჯერ - საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ჩვენ ვერ გავიმეორებთ ამ შეცდომას", – აცხადებს ესტონეთის პრემიერი.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


