უკრაინის გენშტაბი: "ბელარუსი ჯარის რაოდენობის 80 000-მდე გაზრდას გეგმავს"
07/06/2022 06:10:55 მსოფლიო
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ბელარუსი გეგმავს, რომ ჯარის რაოდენობის 80 000-მდე გაზრდას გეგმავს.
ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ ვოლინსკისა და პოლესკის მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს ბელარუსის ტერიტორიიდან მხრიდან სარაკეტო და საავიაციო თავდასხმის საფრთხე.
მისი ინფორმაციით, ჩრდილოეთის მიმართულებით რუსეთს აქტიური ქმედებები არ განუხორციელებია. უკრაინული ვერტმფრენები თავს დაესხნენ რუსულ ძალებს ხერსონში, ხოლო თვითმფრინავები - მიკოლაევში საბრძოლო მასალის საცავებს.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


