თურქეთში სამხედრო ტექნიკის გადასროლა დაიწყო NATO–ს წვრთნებისთვის
06/06/2022 20:30:04 მსოფლიო
თურქეთში სამხედრო ტექნიკის გადასროლა დაიწყო ნატო–ს სწავლებისთვის Ramstein Dust II-2022, რომელიც 20-დან 28 ივნისის ჩათვლით გაიმართება,– იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, კვირას ნატო–ს პერსონალი, პორტატული ტაქტიკური კონტროლის ცენტრები და სახმელეთო სამხედრო ტექნიკა თურქეთში ჩავიდა.

აღნიშნულია, რომ Ramstein Dust II-2022 წვრთნები ჩატარდება თურქეთის საერთაშორისო სამხედრო წვრთნებთან „ანატოლიის არწივთან“ ერთად, რომელიც მიზნად ისახავს ალიანსის საჰაერო ოპერაციებში თანამშრომლობის გაუმჯობესებას.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს ნატო–ს ქვეყნების ფართომასშტაბიანი საზღვაო წვრთნები „Baltops-2022“ დაიწყო შვედეთის სანაპიროებთან. წვრთნას ნატო–ს 14 ქვეყანაა ჩართული და პარტნიორები – შვედეთი და ფინეთი, რომლებმაც ცოტა ხნის წინ განაცხადეს ალიანსში გაწევრიანების შესახებ. წვრთნები 17 ივნისამდე გაგრძელდება.


