Accentnews.ge
ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე რჩება

ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე რჩება

06/06/2022 20:21:01 ევროპა

დიდი ბრიტანეთის დეპუტატებმა "კონსერვატიული პარტიიდან" არ გამოუცხადეს უნდობლობა პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს.

ფარული კენჭისყრის შედეგები კომიტეტის თავმჯდომარემ სერ გრეჰემ ბრედიმ გამოაცხადა, რომელსაც უფლება ჰქონდა, ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაეწყო.

მისი თქმით, ჯონსონის გადადგომას 148 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 211–მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ბორის ჯონსონს პარტიის ლიდერისა და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანმდებობიდან გადასაყენებლად 180 კონსერვატორი დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ბორის ჯონსონის მიერ კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის წესების დარღვევის ფაქტს, რასაც ბრიტანულ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. გასულ კვირაში აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით უფროსი საჯარო მოხელის სუ გრეის მიერ მომზადებული ანგარიში გამოქვეყნდა, რის შემდეგაც ბორის ჯონსონმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და სრული პასუხისმგებლობაც აიღო, თუმცა გადადგომაზე უარი განაცხადა.

ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. როგორც პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, ჯონსონი მიესალმება კენჭისყრის დანიშვნას, რადგან მისი თქმით, „ეს დაასრულებს თითქმის ერთთვიან სპეკულაციებს და მთავრობას წინსვლის საშუალებას მისცემს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S