Accentnews.ge
ზელენსკის თქმით, რუსეთის ტყვეობაში 2,5 ათასზე მეტი უკრაინელი მებრძოლი რჩება აზოვსტალიდან

ზელენსკის თქმით, რუსეთის ტყვეობაში 2,5 ათასზე მეტი უკრაინელი მებრძოლი რჩება აზოვსტალიდან

06/06/2022 20:11:58 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2500-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი აზოვსტალის ქარხნიდან რუსეთის ტყვეობაში იმყოფება.

პრეზიდენტის თქმით, მათი გათავისუფლებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოა დაკავებული.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსული მხარისთვის წამგებიანია უკრაინელი მებრძოლების წამება, რადგან ისინი „საჯარო პატიმრები“ გახდნენ. ხოლო რუსეთის ხელისუფლების განცხადებები სამხედროების მომავალ ბედზე, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მათი მხრიდან პიარის მცდელობაა.

აზოვის პოლკის და სხვა უკრაინული დანაყოფების მებრძოლები იცავდნენ საპორტო ქალაქ მარიუპოლს, რომლის ბლოკირებაც მარტის დასაწყისიდან მოახდინეს რუსულმა ძალებმა. მოგვიანებით მებრძოლები "აზოვსტალის" მეტალურგიულ ქარხანაში გამაგრდნენ. 16 მაისს "აზოვსტალის" პირველი უკრაინელი მებრძოლები დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. 21 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ "აზოვსტალი" რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ მოექცა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი 2439 უკრაინელი ჯარისკაცი ტყვედ ჩაბარდა.

უკრაინაში ქარხნიდან სამხედროების გაყვანის პროცესს „ევაკუაციას“ უწოდებენ და გაცვლას ჰპირდებიან. პრორუსმა სეპარატისტმა დენის პუშლინმა თქვა, რომ ყველა უკრაინელი ჯარისკაცი, ვინც ქარხანა დატოვა, ტყვეობაშია და რომ "საერთაშორისო ტრიბუნალის" მოწყობა იგეგმება.

ფორმირება "აზოვი" დაარსდა 2014 წელს, როგორც მოხალისეთა ბატალიონიმოგვიანებით პოლკი გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების განუყოფელი ნაწილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S