Accentnews.ge
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მამა რუსების ტყვეობაშია - მედია

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მამა რუსების ტყვეობაშია - მედია

06/06/2022 18:59:33 საზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის გიორგი გრიგოლიას მამა ნიკოლაევში რუსების ტყვეობაშია და გარდაცვლილი შვილის ცხედართან მისვლას ვერ ახერხებს - იუწყება "მთავარი არხი" დაღუპულის ნათესავებზე დაყრდნობით.

ისინი ცხედრის ჩამოსვენებაში დახმარებას ორი ქვეყნის დიპლომატიურ უწყებებს სთხოვენ.

თავის მხრივ საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

გიორგი გრიგოლია მამასთან და ცოლ-შვილთან ერთად16 წელია, უკრაინაში ცხოვრობდა. მათ ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულმა ცოლ-შვილი ომის დაწყებისთანავე თურქეთში გაგზავნა, მათ უსაფრთხოებიდან გამომდინარე საკონტაქტოც შეიცვალეს და ახლა გრიგოლიები ვერც მათ უკავშირდებიან.

გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარედ იბრძოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S