Accentnews.ge
საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ საეჭვო შემთხვევას სწავლობენ

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ საეჭვო შემთხვევას სწავლობენ

06/06/2022 17:43:18 საზოგადოება

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ორი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ერთის შემთხვევაში აღნიშნული ინფექცია არ დადასტურდა, მეორე შემთხვევა კი კვლევის პროცესშია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კვლევის ეტაპზე არსებული შემთხვევის დეტალებზე, მათ შორის იმაზე, აქვს თუ არა პაციენტს მოგზაურობის ისტორია, ვერ ისაუბრებს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონტროლზეა აყვანილი გამონაყრით მიმდინარე შემთხვევები. ამ კვირაში კი ქვეყანა აღნიშნული ინფექციის გამოსავლენ პისიარტესტებს ელოდება, რომელიც საშუალებას იძლევა, ტესტირების პასუხი ორ საათში იქნას მიღებული.

„მაიმუნის ყვავილი“ მსოფლიოს 27 ქვეყანაში 800-მდე პაციენტს დაუფიქსირდა.

იხილეთ ასევე: კულუმბეგოვი განმარტავს, როგორ ვრცელდება და ვინ შეიძლება, იყოს დაცული „მაიმუნის ყვავილისგან“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S