Accentnews.ge
"რუსეთის ფლოტს შავ ზღვაში უკან დავახევინეთ" – უკრაინის თავდაცვა

"რუსეთის ფლოტს შავ ზღვაში უკან დავახევინეთ" – უკრაინის თავდაცვა

06/06/2022 16:12:19 მსოფლიო

უკრაინის არმიამ ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროდან რუსეთის ფლოტს 100 კმ-ით უკან დაახევინა - ამ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა რუსეთის ფლოტს სრული კონტროლი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე ჩამოართვეს.

„ჩვენი აქტიური ქმედებების შედეგად, რომლებიც მიმართული იყო მტრის საზღვაო ძალების დამარცხებისკენ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების ჯგუფს უკრაინის სანაპიროებიდან უკან დავახევინეთ. ჩვენ ჩამოვართვით რუსეთის ფლოტს სრული კონტროლი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე. მოსკოვი ახლა მასზე კონტროლის აღდგენას ცდილობს“, - ნათქვამის სამინსიტროს განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S