Accentnews.ge
მარიუპოლში სავარაუდოდ, ქოლერას ეპიდემიამ იფეთქა

მარიუპოლში სავარაუდოდ, ქოლერას ეპიდემიამ იფეთქა

06/06/2022 14:57:35 ევროპა

რუსეთი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საკარანტინო რეჟიმს ქოლერას ეპიდემიის სავარაუდო აფეთქების გამო აწესებს, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ უკრაინულ მედიას განუცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქი იკეტება. სიტყვა „ქოლერამ“ გაიჟღერა ქალაქში, საოკუპაციო რეჟიმს შორის“,- განაცხადა ანდრიუშენკომ.

მისივე ცნობით, ქალაქში ჰუმანიტარული ვითარება სულ უფრო უარესი ხდება, საკვებისა და სასმელი წყლის ნაკლებობის გამო.

ცნობისთვის, მარიუპოლი რუსი ოკუპანტების ხელში მაისში რამდენიმეთვიანი ბლოკადის შემდეგ აღმოჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S