Accentnews.ge
"დოჟდი" მაუწყებლობას განაახლებს

"დოჟდი" მაუწყებლობას განაახლებს

06/06/2022 14:53:24 საზოგადოება

ტელეარხი „დოჟდი“, რომელმაც ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, სტუდიიდან რამდენიმე ქვეყანაში მაუწყებლობას აპირებს, მათ შორის არის საქართველოც,- ამის შესახებ ტელეარხის მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიატკო იუწყება.

„9 ივნისს მაუწყებლობის დაწყებას ვერ შევძლებთ, მაგრამ ეს მალე მოხდება, როდესაც მზად ვიქნებით. ბევრი გეგმა გვაქვს - სხვადასხვა სტუდიიდან ვაპირებთ მაუწყებლობას - ლატვიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და საქართველოში, მცირედით დავიწყებთ და გავფართოვდებით საეთერო ბადეში, ძალიან მოგვენატრეთ და ვიმედოვნებთ თქვენც [მოგენატრეთ]. ყველა დეტალი, მალე!“, - დაწერა ძიატკომ ფეისბუკის გვერდზე.

10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არხის რედაქცია მოსკოვში მუშაობდა, თუმცა მარტის დასაწყისში იძულებული გახდა შეეწყვიტა მაუწყებლობა ე.წ. "ფეიკების კანონის" გამო.

არხის გენერალური დირექტორის, ნატალია სინდეევას თქმით, რუსეთში მუშაობის გაგრძელება ჟურნალისტებს დევნის საფრთხის წინაშე აყენებდა ნებისმიერი იმ პუბლიკაციისთვის, რომლებიც შეუსაბამო იქნებოდა კრემლის პოზიციებთან. "დოჟდის" ბევრმა თანამშრომელმა რუსეთი დატოვა, მათი ნაწილი "იუტუბის" საკუთარი არხებით მაუწყებლობს. მათ შორის თბილისიდან მაუწყებლობენ ჟურნალისტები ტიხონ ძიადკო, ეკატერინა კოტრიკაძე და ანა მონგაიტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S