ლავროვი დასავლეთს უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის მიტაცებით ემუქრება
06/06/2022 14:18:01 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დიდი რადიუსის მქონე იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის მიტაცებით იმუქრება.
"რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამ სიტუაციაზე, რომელიც ახალი შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით ვითარდება, კომენტარი უკვე გააკეთა. მხოლოდ ერთი რამის დამატება შემიძლია: რაც უფრო შორსმსროლელ შეიარაღებას გადასცემთ, ჩვენი ტერიტორიიდან მით უფრო შორს გადავწევთ ხაზს, რომლის მიღმიდანაც ნეონაცისტებს რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შექმნა შეეძლებათ". – თქვა ლავროვმა.
გასულ კვირაში აშშ-მა უკრაინისთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების, ცნობილი, როგორც HIMARS-ის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამას გარდა, უკრაინას ამერიკული წარმოების M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით დიდი ბრიტანეთიც დაეხმარება. ამ სისტემებით უკრაინას რაკეტების სროლა დაახლოებით 80 კილომეტრის რადიუსზე შეეძლებათ.


