Accentnews.ge
ესტონეთის პრემიერი მაკრონს აკრიტიკებს: "ღირებულებები შესაძლოა, მყისიერად გაქრეს, როგორც კი ტკივილს იგრძნობს საკუთარ თავზე"

ესტონეთის პრემიერი მაკრონს აკრიტიკებს: "ღირებულებები შესაძლოა, მყისიერად გაქრეს, როგორც კი ტკივილს იგრძნობს საკუთარ თავზე"

06/06/2022 13:45:22 მსოფლიო

ესტონეთის პრემიერ–მინისტრ კაია კალასი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოწოდებას, რომ "რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული" ეხმიანება და ფრანგ ლიდერს აკრიტიკებს.

მისი თქმით, გაზი შეიძლება, ძვირი იყოს, მაგრამ თავისუფლება ფასდაუდებელია.

"უკრაინაში ომის წარმოების გამო ჩვენ რუსეთს სანქციები დავუწესეთ. თავდაპირველად სანქციები მხოლოდ რუსეთისთვის იყო რთული, მაგრამ ახლა მივდივართ ისეთ წერტილამდე, როცა სანქციები მტკივნეულია ჩვენივე ქვეყნებისთვის და ახლა საკითხავია, რამდენად ვართ მზად ტკივილის ატანისთვის. ეს ტკივილი თითოეული ქვეყნისთვის განსხვავებულია. ერთიანობის შენარჩუნება ძალიან რთულია და ეს სულ უფრო და უფრო რთულდება მაღალი ინფლაციისა და ენერგოფასების ზრდის გამო. გაზი შეიძლება, ძვირი იყოს, მაგრამ თავისუფლება ფასდაუდებელია. თავისუფალ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს ეს ნამდვილად არ ესმით. ესტონეთი 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის მიერ იყო ანექსირებული. მე ვიცი, როგორია ეს და ეს არის ცენტრალური და აღმოსავლეთის ქვეყნების გამოცდილება. თუმცა ეს არის გამოცდილება, რომელიც დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას არ აქვს, ამიტომ ღირებულებები შესაძლოა, მყისიერად გაქრეს, როგორც კი ტკივილს იგრძნობს საკუთარ თავზე", – განაცხადა კაია კალასმა.

მანამდე, მაკრონი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამაც გააკტირიკა:

"მოწოდებას, რომ რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული, მხოლოდ საფრანგეთის დამცირება შეუძლია. სჯობს, ჩვენ ყველამ ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ მივუჩინოთ რუსეთს თავის ადგილი. ეს მოიტანს მშვიდობას და გადაარჩენს სიცოცხლეს“.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კვლავ იმეორებს, რომ როდესაც უკრაინაში ომი შეჩერდება, "რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული".

"მე ვუთხარი მას [პუტინს], რომ მან დაუშვა ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა რუსი ხალხის, საკუთარი თავისა და ისტორიის წინაშე. მან რუსეთის იზოლირება მოახდინა. იზოლირებისგან თავის დაღწევა რთულია. [...] როდესაც ბრძოლები შეჩერდება, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული", – განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი განცხადება მაკრონმა 10 მაისსაც გააკეთა.

ცნობისთვის: I მსოფლიო ომის შემდეგ, 1919 წელს დაიდო ვერსალის საზავო ხელშეკრულება, რომლითაც გერმანია გამოცხადდა დამნაშავედ I მსოფლიო ომის გაჩაღებაში და დაეკისრა რეპარაციები, დაკარგა ტერიტორიები, კოლონიური სამფლობელოები, აღიარა ავსტრიის, პოლონეთისა და მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობა, ასევე, გერმანიის შეიარაღებული ძალები იზღუდებოდა 100 ათანი სახმელეთო არმიით, უქმდებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახური. ითვლება, რომ ვერსალის საზავო ხელშეკრულების პირობებმა გააძლიერა გერმანიაში ნაციონალიზმი და ხელი შეუწყო ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერის მოსვლას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S