ლატვიაში 80 რუსული ტელეარხი აკრძალეს და "დოჟდს" ლიცენზია მისცეს
06/06/2022 11:30:17 მსოფლიო
ლატვიაში რუსული ტელეარხების ტრანსლირება იკრძალება, – იუწყება ლატვიური მედია.
ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს (NEPLP) გადაწყვეტილებით, ლატვიის მთელ ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების ტრანსლირება აიკრძალება, აკრძალვა შეეხება 80 რუსულ არხს. ამასთან, საბჭომ ტელეარხ "დოჟდს" ლატვიაში სამაუწყებლო ლიცენზია მიენიჭა.
ლატვიური მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის 9 ივნისს და იმოქმედებს იქამდე, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს უკრაინაში და არ დააბრუნებს ყირიმს.
10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში "დოჟდის" რედაქცია მოსკოვში მუშაობდა, თუმცა 3 მარტს იძულებული გახდა შეეწყვიტა მაუწყებლობა ე.წ. "ფეიკების კანონის" გამო.


