Accentnews.ge
სტუდენტური მოძრაობის მოთხოვნებს რექტორის გადადგომაც დაემატა

სტუდენტური მოძრაობის მოთხოვნებს რექტორის გადადგომაც დაემატა

06/06/2022 11:09:50 საზოგადოება

სტუდენტური მოძრაობამ დღეს თსუ–ში პროტესტი განაახლა. მათ მოთხოვნებს რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომაც დაემატა.

როგორც სტუდენტების გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ასევე მოითხოვენ ცვლილებას რექტორის არჩევის წესში. მათ მიაჩნიათ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 38 კაციანი აკადემიური საბჭოს ნაცვლად, რექტორს უნდა ირჩევდეს ამავე უნივერსიტეტის პროფესორთა სრული უმრავლესობა, პირდაპირი, ფარული კენჭისყრით.

მათი სხვა მოთხოვნებია:

  • „ააშენოს სახელმწიფომ ღირსეული საერთო საცხოვრებელი ყველა სახელმწიფო უნივერსიტის სტუდენტისათვის. მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ სახელით ვითხოვთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შექმნას პლატფორმა, სადაც თავს მოიყრის თბილისში არსებული ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და მოამზადებს მოთხოვნას საერთო საცხოვრებელის მშენებლობასთან დაკავშირებით.
  • შეიცვალოს ამ სემესტრის ფინალური გამოცდების ფორმატი. დაემატოს საგამოცდო ცენტრები ყველა დიდ ქალაქში, ან გამოცდა წარიმართოს ონლაინ (არადასწრებით) ფორმატში. საერთო საცხოვრებელში არსებული 60-მდე ვაკანტური ადგილი, ვერ უზრუნველყოფს იმ ათასობით სტუდენტის მოთხოვნას, რომლისთვისაც არცერთი საგამოცდო ცენტრი არაა დამაკმაყოფილებელი…
  • სტუდენტი უნდა იყოს პრიორიტეტი. ვგმობთ რექტორის იმ უღირს საქციელს, რომელიც გამოიხატა, მწვავე სტუდენტური პროტესტის, რექტორთან შეხვედრის მრავალი მოთხოვნისა და აკადემიური საბჭოს განცხადებით, სტუდენტების შეურაცხყოფის ფონზე, როდესაც იგი დაკავებული იყო სადღეგრძელოების თქმით და არა უნივერსიტეტის პრობლემების გადაჭრის გზებზე ფიქრით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ წუთებში სტუდენტების ერთი ნაწილი რექტორის კაბინეტთან იმყოფება, მეორე ნაწილმა კი რექტორის მოადგილის კაბინეტში გადაინაცვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S