კიევი – უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 32 ჟურნალისტია მოკლული
06/06/2022 10:10:53 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 32 ჟურნალისტია მოკლული. ამის შესახებ კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ ტელეგრამ–არხზე გაავრცელა.
"სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე თვეა და ჩვენ 32 ჟურნალისტი დავკარგეთ. ომის 8 წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო მეტი დავკარგეთ. მუდმივი ხსოვნა საინფორმაციო ფრონტის მოწინავე მებრძოლებს“,- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ჟურნალისტები, რომლებიც დღეს 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, გმირები არიან.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


