Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთი კიევს თავს დაესხა, რათა დასავლური იარაღის მიწოდებისთვის ხელი შეეშალა"

ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთი კიევს თავს დაესხა, რათა დასავლური იარაღის მიწოდებისთვის ხელი შეეშალა"

06/06/2022 09:28:13 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, გუშინ, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა, სავარაუდოდ, დასავლური სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შეფერხების მცდელობა იყო.

"5 ივნისის დილას რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანა და დაარტყა სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, სავარაუდოა, რომ ცდილობდა დასავლეთის სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეფერხებას უკრაინის ფრონტის ქვედანაყოფებისთვის", - ნათქვამია დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება დონბასში მიმდინარე ბრძოლებს, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ სევეროდონეცკში მძიმე ბრძოლები და სლოვიანსკში რუსული ჯარების წინსვლა, უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის მცდელობის ნაწილია.

დაზვერვის ცნობით, ზღვაზე არსებული ვითარების მიხედვით, აპრილში კრეისერ მოსკვას ჩაძირვის შემდეგ, რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, განალაგეს რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემა შავ ზღვაში, ზმეინის კუნძულის ტერიტორიაზე.

5 ივნისის დილას რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S