Accentnews.ge
"ბორჯომი" გაფიცულ თანამშრომლებს მიმართავს

"ბორჯომი" გაფიცულ თანამშრომლებს მიმართავს

06/06/2022 08:20:35 საზოგადოება

„IDS ბორჯომი" განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული ფინანსური რესურსი აქვს".

„როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია. ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, კომპანიას არც ერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“, – აცხადებენ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

დღეს „IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების სრულმასშტაბიანი პიკეტირება დაიწყეს. თანამშრომლებს შესასვლელები სრულად გადაკეტილი აქვთ.

„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

  • 49 უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება.
  • ძველ სახელშეკრულებო პირობებზე დაბრუნება;
  • 3-6-თვიანი და ერთწლიანი ხანგრძლივობის ხელშეკრულებების უვადოზე ხელშეკრულებებით შეცვლა;
  • იძულება, შანტაჟსა და მუქარაში შემჩნეული ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება.

ომისა და სანქციების გამო "ბორჯომმა" მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა. "IDS ბორჯომის" საკონტროლო პაკეტი "Alfa Group"-მა 2013 წელს იყიდა. "Alfa Group"-ს დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია.

ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ.

კომპანია "ბორჯომმა" 49 თანამშრომელი, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურიდან გაათავისუფლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S