Accentnews.ge
ლავროვის თვითმფრინავი სერბეთში ვერ ჩაფრინდა, მას მეზობელმა სახელმწიფოებმა საჰაერო სივრცე დაუხურეს

ლავროვის თვითმფრინავი სერბეთში ვერ ჩაფრინდა, მას მეზობელმა სახელმწიფოებმა საჰაერო სივრცე დაუხურეს

06/06/2022 06:35:20 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ თვითმფრინავს, რომლითაც მინისტრი სერგეი ლავროვი ბელგრადში უნდა ჩასულიყო, საჰაერო სივრცე დაუხურეს სერბეთის მეზობელმა ქვეყნებმა.

როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები „რია ნოვოსტი“ და „ტასი“ იუწყებიან, 5 ივნისს ღამით, ზახაროვამ იტალიურ ტელეარხ La7-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „სერბეთის გარშემო მდებარე ქვეყნებმა კავშირის არხი დახურეს და ფრენის ნება არ დართეს სერგეი ლავროვის რეისს“. როგორც ზახაროვამ თქვა, „ევროკავშირის და ნატოს წევრმა ქვეყნებმა დახურეს საჰაერო სივრცე და დახურეს კავშირის მორიგი არხი“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ამ განცხადებამდე სერბულმა გამოცემამ, „ვეჩერნიე ნოვოსტიმ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლავროვის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე დაუხურეს ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ. სერბეთში ლავროვის ვიზიტი დღეს, 6 ივნისს უნდა დაწყებულიყო.

ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ მოსკოვის იზოლაციას განაპირობებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია, რომელიც სამ თვეზე მეტია გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S