ჯანმო – აფრიკის გარეთ "მაიმუნის ყვავილის" 780 შემთხვევა დადასტურდა
06/06/2022 06:14:19 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ აფრიკის გარეთ "მაიმუნის ყვავილის" 780 შემთხვევა დადასტურდა.
მისი ცნობით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ აღემატება 257 შემთხვევას, რომელიც ერთი კვირის წინ დაფიქსირდა.
ჯანმო გლობალური რისკის დონეს "ზომიერად" აფასებს. მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა 27 ქვეყანაში, სადაც ის ჯერ კიდევ არ არის "ენდემური". ახალი შემთხვევების უმეტესობა არის ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე მცირე რაოდენობით გამოვლინდა მექსიკაში, არგენტინაში, მაროკოში და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.
ყველაზე მეტი – 207 შემთხვევა დიდ ბრიტანეთშია, შემდეგ მოდის ესპანეთი 156 შემთხვევით და პორტუგალია 138 შემთხვევით.
იხილეთ ასევე: კულუმბეგოვი განმარტავს, როგორ ვრცელდება და ვინ შეიძლება, იყოს დაცული „მაიმუნის ყვავილისგან“


