Accentnews.ge
"გარბენი უკრაინისთვის“ - გამარჯვებულები საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები გახდნენ

"გარბენი უკრაინისთვის“ - გამარჯვებულები საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები გახდნენ

05/06/2022 19:44:52 საზოგადოება

“გარბენი უკრაინისთვის“- კახეთში ამ სახელწოდების მარათონი გაიმართა.

მამაკაცებში პირველი ადგილი თბილისში მცხოვრებმა დავით ხარაზიშვილმა, ხოლო ქალებში რუსეთის მოქალაქემ ირინა ოვჩარენკომ აიღო.

"მიხარია, რომ მსგავსი ღონისძიება ტარდება და არის საქველმოქმედო. ორმაგად მოხარული ვარ, რომ ამ მარათონს აქვს გარბენის სახე, რადგან თავად ვარ მორბენალი. გამარჯვებული მხოლოდ მე არ ვარ, აქ დღეს ყველა გამარჯვებულია. ჩვენ ვაკეთებთ სასიკეთო საქმეს“ - თქვა დავით ხარაზიშვილმა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გარბენში მონაწილეობა მიიღო 1500-მდე ადამიანმა. მონაწილეობისთვის თითოეულმა მათგანმა 30 ლარი გადაიხადა.

შეგროვილი თანხა სრულად მოხმარდება ომით დაზარალებულ უკრაინელებს.

გარბენის დასრულების შემდეგ ჯგუფ "მგზავრების" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S