Accentnews.ge
ლავროვის თვითმფრინავს სამმა ქვეყანამ ცა დაუხურა – მედია

ლავროვის თვითმფრინავს სამმა ქვეყანამ ცა დაუხურა – მედია

05/06/2022 19:38:20 მსოფლიო

ბულგარეთმა, ჩრილოეთმა მაკედონიამ და მონტენეგრომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თვითმფრინავს ცა დაუხურეს, იუწყება სერბული მედია და აქვეყნებს შესაბამისი დოკუმენტის ასლს.

მრდიის ცნობით, აქტი განხორციელდა ლავროვის ბელგრადში ვიზიტის წინ, რომელიც 6-7 ივნისს უნდა გაიმართოს.

მედია ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ მიმდინარე კვირაში სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საჯაროდ ისაუბრა ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებულ ლოჯისტიკურ სირთულეებზე. 6 ივნისს ვუჩიჩმა შეხვედრა გამართა ბელგრადში რუსეთის ელჩთან, ალექსანდრ ბოკან-ხარჩენკოსთან.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S