Accentnews.ge
ესპანეთი უკრაინას საზენიტო რაკეტებსა და საბრძოლო ტანკებს გაუგზავნის – El Pais

ესპანეთი უკრაინას საზენიტო რაკეტებსა და საბრძოლო ტანკებს გაუგზავნის – El Pais

05/06/2022 19:32:22 ევროპა

ესპანეთი უკრაინას საზენიტო რაკეტებსა და საბრძოლო ტანკ Leopard-ებს გადასცემს,– ინფორმაციას ესპანური მედია El Pais ესპანეთი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, გარდა ამისა, ესპანეთი უკრაინის ჯარს ტანკების მართვის წვრთნებს ჩაუტარებს. წვრთნები ლატვიაში გაიმართება, სადაც ესპანეთის ჯარმა NATO-ს ოპერაციების ფარგლებში 500 სამხედრო გადასხა. ხოლო წვრთნების მეორე ფაზა ესპანეთში გაიმართება.

ამ დრომდე ესპანეთმა უკრაინას ვაზნები, ინდივიდუალური თავდაცვის შეიარაღება და მსუბუქი იარაღი გაუგზავნა.

ესპანური მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დახმარების გაზრდის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ესპანეთის პრემიერ–მინისტრი პედრო სანჩეზი უკრაინას ეწვია და 21 აპრილს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S