Accentnews.ge
პაპი ფრანცისკე – მსოფლიო ლიდერებს: "ნუ გაანადგურებთ კაცობრიობას!"

პაპი ფრანცისკე – მსოფლიო ლიდერებს: "ნუ გაანადგურებთ კაცობრიობას!"

05/06/2022 19:29:08 მსოფლიო

პაპი ფრანცისკე მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, უკრაინაში ომის დიპლომატიურად დასრულების გზები მოძებნონ.

პაპის თქმით, დაპირისპირებული პოზიციები მეტად ამწვავებს კონფლიქტს და ლიდერებს მოუწოდებს, "არ დაუშვან კაცობრიობის ნგრევა":

“მაშინ, როცა სიკვდილი და ნგრევა კვლავ მძვინვარებს და დაპირისპირებული პოზიციები ვრცელდება, რაც იმ ესკალაციას ამწვავებს, რომელიც მზარდად საშიშია ყველასთვის, მე ვაახლებ ჩემს მიმართვას ეროვნული ლიდერებისადმი: გთხოვთ, ნუ გაანადგურებთ კაცობრიობას!".

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტაზე კონკრეტული მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს, რაც გრძელვადიან შედეგს უზრუნველყოფს:

"გამართეთ ნამდვილი მოლაპარაკებები, კონკრეტული დიალოგი ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიან მოგვარებაზე, უსმინეთ იმ სასოწარკვეთილი ადამიანების ვედრებას, ვინც იტანჯება. ჩვენ ამას ყოველ დღე ვხედავთ მედიაში. პატივი ეცით ადამიანის სიცოცხლეს, ყველგან შეწყვიტეთ ქალაქების და სოფლების საშინელი ნგრევა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S