
უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალ-მაიორი მოკლეს
05/06/2022 19:20:19 ევროპა
რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-5 არმიის გენერალ-მაიორი რომან კუტუზოვი აღმოსავლეთ უკრაინაში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო ტელევიზიის ჟურნალისტი საკუთარ Telegram-ზე ავრცელებს.
არსებული ცნობებით, კუტუზოვი ლუგანსკის ოლქში, პოპასნასთან ახლოს, სოფელ ნიკოლაევკაში მოკლეს.
რომან კუტუზოვი მეოთხე რუსი გენერალია, რომლის რუსეთ-უკრაინის ომში სიკვდილსაც ოფიციალური წყაროები ადასტურებენ.
მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიკვიდირებული რუსი გენერლების სია გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ლიკვიდირებულია რუსეთის სამხედრო ძალების 10-ზე მეტი მეთაური და 6 გენერალი:
- გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევუ – რუსეთის გვარდიის 141-ე მოტორიზებული პოლკის მეთაური;
- გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი – ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ზე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე;
- გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი – 29-ე არმიის მეთაური;
- გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი – ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე;
- გენერალ-მაიორი ოლეგ მიტაევი – 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური;
- გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდივეჩი – მე-8 გვარდიის გაერთიანებული არმიის მეთაური.