"სანამ ვინმე ითხოვს რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს მიმართავს"
05/06/2022 09:39:25 მსოფლიო
სანამ ვინმე ითხოვს რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს მიმართავს. კიევზე დღევანდელ სარაკეტო დარტყმას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - მოკალი რაც შეიძლება მეტი უკრაინელი - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„თითოეულ ასეთ ტერორისტულ თავდასხმას უნდა მოჰყვეს მკაცრი პასუხი ევროპის დედაქალაქებიდან: მეტი სანქციები, მეტი იარაღი“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კვლავ იმეორებს, რომ როდესაც უკრაინაში ომი შეჩერდება, "რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული".
"მე ვუთხარი მას [პუტინს], რომ მან დაუშვა ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა რუსი ხალხის, საკუთარი თავისა და ისტორიის წინაშე. მან რუსეთის იზოლირება მოახდინა. იზოლირებისგან თავის დაღწევა რთულია. [...] როდესაც ბრძოლები შეჩერდება, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული", – განაცხადამაკრონმა.
მსგავსი განცხადება მაკრონმა 10 მაისსაც გააკეთა:
"ევროპამ უნდა ისწავლოს წარსულის შეცდომებზე. ევროპა ახლა უკრაინას ეხმარება, თუმცა დადგება მომენტი, როდესაც მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებამდე მივლენ და ამ დროს არც ერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული ან გარიცხული, როგორც ეს გერმანიასთან მიმართებაში I მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა", – აცხადებს მაკრონი.
ცნობისთვის: I მსოფლიო ომის შემდეგ, 1919 წელს დაიდო ვერსალის საზავო ხელშეკრულება, რომლითაც გერმანია გამოცხადდა დამნაშავედ I მსოფლიო ომის გაჩაღებაში და დაეკისრა რეპარაციები, დაკარგა ტერიტორიები, კოლონიური სამფლობელოები, აღიარა ავსტრიის, პოლონეთისა და მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობა, ასევე, გერმანიის შეიარაღებული ძალები იზღუდებოდა 100 ათანი სახმელეთო არმიით, უქმდებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახური. ითვლება, რომ ვერსალის საზავო ხელშეკრულების პირობებმა გააძლიერა გერმანიაში ნაციონალიზმი და ხელი შეუწყო ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერის მოსვლას.


