Accentnews.ge
ნატო ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო სწავლებას, მათ შორის შვედეთისა და ფინეთის მონაწილეობით იწყებს

ნატო ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო სწავლებას, მათ შორის შვედეთისა და ფინეთის მონაწილეობით იწყებს

05/06/2022 07:30:30 მსოფლიო

დღეს ნატო ბალტიის ზღვაში ყოველწლიურ სამხედრო-საზღვაო სწავლებას "Baltops-22" იწყებს, რომელშიც ალიანსის 14 წევრთან ერთად შვედეთი და ფინეთიც მიიღებენ მონაწილეობას.

სწავლებაში, რომელიც 17 ივნისამდე გაგრძელდება, ჩართული იქნება შვიდი ათასზე მეტი მეზღვაური, მფრინავი და საზღვაო ქვეითი, 75 თვითმფრინავი და 45 ხომალდი.

ბალტიის ზღვაში ნატო-ს სწავლება 1972 წლიდან ტარდება. წელს წვრთნები ეძღვნება შვედეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაარსების 500 წლისთავს.

როგორც წვრთნების დაწყებამდე სტოკჰოლმში მყოფმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, "ნატო-ში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რუსეთს ბალტიის ზღვაში რთულ სამხედრო მდგომარეობაში ჩააგდებს".

"რუსეთის გადმოსახედიდან, ეს მათთვის სამხედრო თვალსაზრისით ძალიან პრობლემური იქნება, ნატოსთვის კი ძალიან მომგებიანი", - აღნიშნა მარკ მილიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S