Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "რუსეთი მათ შორის, კიევში სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს აგრძელებს"

უკრაინის გენშტაბი: "რუსეთი მათ შორის, კიევში სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს აგრძელებს"

05/06/2022 06:00:01 მსოფლიო

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთი კიევზე თავდასხმებს აგრძელებს.

"რუსეთი აგრძელებს სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის – კიევში“, –აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს თქმით, დღეს დილით აფეთქებები მოხდა დედაქალაქის დარნუცკისა და დნიპროვსკის რაიონებში. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და იგი ჰოსპიტალიზებულია.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S