Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "ომი შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს"

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "ომი შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს"

05/06/2022 05:50:25 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების აქტიური სამხედრო მოქმედებები რუსეთთან შესაძლოა, 2022 წლის ბოლომდე დასრულდეს.

"ოპტიმისტური პროგნოზით, ომი შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს. კრემლის გეგმა დაფუძნებულია იმაზე, რომ ყველა მიწა, რომელიც რუსეთის გარშემოა, არის "რუსული" და ამიტომ ისინი ცდილობენ მათ "დაბრუნებას". თუ უკრაინა რუსეთს არ შეაჩერებს და მას არ დაასუსტებს, მისი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი შესაძლოა, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, სლოვაკეთი და სხვა ქვეყნები გახდნენ. უკრაინამ დაამსხვირია მითი, რომ რუსეთის ჯარი მეორეა მსოფლიოში", -განაცხადა რეზნიკოვმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S