Accentnews.ge
პროკურორებმა სტუდენტებთან შეხვედრის კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია გამართეს

პროკურორებმა სტუდენტებთან შეხვედრის კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია გამართეს

04/06/2022 07:47:29 საზოგადოება, რეკლამა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სტუდენტებთან შეხვედრის კვირეულის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ასევე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორებმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"ღონისძიებაზე პროკურორებმა სტუდენტებს საქართველოს პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, საქართველოს პროკურატურის 2021-2027 წლების სტრატეგიაზე და სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე სხვადასხვა საკითხებზე გაიმართა დისკუსია; პროკურორებმა სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის უწყების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი შეხედულებების და მოსაზრებების გაზიარება.

კვირეულის ფარგლებში პროკურორები საჯარო ლექციებს სტუდენტებისთვის სხვადასხვა ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაატარებენ"-ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S