უკრაინაში მიმდინარე ბრძოლაში ფრანგი მოხალისე დაიღუპა
03/06/2022 17:17:18 მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ფრანგი მოხალისე დაიღუპა.
"ჩვენ მივიღეთ სამწუხარო ცნობა, რომ უკრაინისთვის დაცვისთვის ბრძოლაში საფრანგეთის მოქალაქემ სასიკვდილო სასიკვდილო მიიღო. ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.
რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ უკრაინაში ამ ქვეყნის დასახმარებლად არაერთი ეროვნების მოხალისე ჩავიდა. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბროლაში უკრაინის მიწაზე 12 ქართველი მოხალისე დაიღუპა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


