Accentnews.ge
"უკრაინის გადასაწყვეტია, დათმობს თუ არა თავისი ტერიტორიის ნაწილს მშვიდობის მისაღწევად და რუსეთის შეჭრის დასასრულებლად"

"უკრაინის გადასაწყვეტია, დათმობს თუ არა თავისი ტერიტორიის ნაწილს მშვიდობის მისაღწევად და რუსეთის შეჭრის დასასრულებლად"

03/06/2022 16:26:33 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით უკრაინის გადასაწყვეტია, დათმობს თუ არა თავისი ტერიტორიის ნაწილს მშვიდობის მისაღწევად და რუსეთის შეჭრის დასასრულებლად.

„თავიდანვე ვთქვი - და ყველა არ დამეთანხმა - არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ეს მათი ტერიტორიაა. მე არ ვაპირებ, მათ ვუთხრა, რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ", - აღნიშნა ბაიდენმა.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დასძინა, რომ ვაშინგტონი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S