ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
03/06/2022 13:30:19 ეკონომიკა
3 ივნისის ვაჭრობის შედეგად საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.69 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9707 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 2.73 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.189 ლარი გახდა.
4.33-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.7315 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.26 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 18.00 თეთრი გახდა.


