Accentnews.ge
მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთიდან საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების რეტრანსლირებას კრძალავს

მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთიდან საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების რეტრანსლირებას კრძალავს

03/06/2022 12:35:50 მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთიდან საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების რეტრანსლირებას კრძალავს, - იუწყება ადგილობრივი გაზეთი NewsMaker.

მოლდოვის მმართველი "მოქმედებისა და სოლიდარობის" პარტიის დეპუტატმა რადუ მარიანმა განმარტა, რომ აკრძალვა დაწესებულია საინფორმაციო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სამხედრო და პოლიტიკური შინაარსის სატელევიზიო და რადიოპროგრამების გადაცემაზე. კერძოდ, აიკრძალება გადაცემები, რომლებიც შეიცავენ დეზინფორმაციას, სამხედრო აგრესიის პროპაგანდას, ექსტრემისტულ და ტერორისტულ შინაარსს და ავრცელებენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ ყალბ ცნობებს.

გამონაკლისი გაკეთდება ფილმებზე, მუსიკალურ და გასართობ პროგრამებზე, რომლებსაც არ აქვთ მილიტარისტული ელფერი.

კანონის დარღვევა დაისჯება 100 000 ლეიმდე ჯარიმით (5 200 აშშ დოლარზე მეტი), ასევე გათვალისწინებულია მაუწყებლობის ლიცენზიის დროებითი შეჩერება.

NewsMaker-ისგანცხადებით, ამავდროულად კანონპროექტიდან ამოღებულ იქნა დებულებები, რომლებმაც ყველაზე მეტი კრიტიკა გამოიწვია, კერძოდ, ნორმა მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, დაბლოკოს საიტები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S