უკრაინელი ელჩი: "თურქეთი იმ ქვეყნების რიგებშია, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს ყიდულობენ"
03/06/2022 12:09:48 მსოფლიო
ანკარაში კიევის ელჩი ვასილ ბოდნარი აცხადებს, რომ "თურქეთი იმ ქვეყნების რიგებშია, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს ყიდულობენ".
ამასთან, ვასილ ბოდნარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმართა თურქეთის ხელისუფლებასა და "ინტერპოლს", რათა დაეხმარონ იმის გამოძიებაში, თუ ვინ მონაწილეობს თურქეთის წყლების გავლით უკრაინული ხორბლის ტრანზიტში.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული ძალები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იპარავენ საცავებში არსებულ უკრაინულ ხორბალს და გასაყიდად გააქვთ.
უკრაინის ნავსადგურებში რუსეთს მილიონობით ტონა მარცვლეული აქვს ბლოკირებული. ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანკარა კიევთან და მოსკოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის თურქეთის გავლით დერეფნის გახსნის თაობაზე.


