Accentnews.ge
თსუ-ში სტუდენტებმა უნივერსიტეტის პირველი სართულის პიკეტირება მოახდინეს

თსუ-ში სტუდენტებმა უნივერსიტეტის პირველი სართულის პიკეტირება მოახდინეს

03/06/2022 11:24:53 საზოგადოება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი მწვავდება. სტუდენტებს პირველი კორპუსის პირველი სართული პიკეტირებული აქვთ, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ შეწყვეტილია.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს არ ხვდება. აუდიტორიებიდან გამოსული ახლგაზრდები განთლების თანაბარ უფლებას ითხოვენ და რექტორს 6 საათამდე ვადას აძლევენ. თუ მოთხოვნები არ შესრულდება და ონლაინ სწავლებაზე არ გადავლენ, პროტესტი უფრო მწვავე იქნება და უნივერსიტეტის პიკეტირება მოხდება.

სტუდენტების მოთხოვნებია:

  • ჩატარდეს გამოცდები ნაწილობრივ ონლაინ და დამატებული იქნას საგამოცდო ცენტრები საქართველოს სხვა ქალაქებში;
  • სტუდენტური საერთო საცხოვრებლების აშენება;
  • უნივერსიტეტის ფინანსური გამჭვირვალობა;

"ვითხოვთ სამართლიანობას უნივერსიტეტში, რომ რეალურად ყველა სტუდენტს მიეცეს განათლების მიღების საშუალება. მნიშვნელოვანია გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას, რადგან რეგიონებში მცხოვრები სტუდენტები ვერ ახერხებენ თბილისში ჩამოსვლას. ბრძოლა გაგრძელდება, სანამ შესაბამის პასუხებს არ მივიღებთ", - აცხადებს უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S