მოსკოვში, კომსომოლსკის გამზირზე სავარაუდოდ, სომეხი ბიზნესმენი მოკლეს
03/06/2022 11:26:37 მსოფლიო
მოსკოვში, კომსომოლსკის გამზირზე სავარაუდოდ, შეკვეთილი მკვლელობა მოხდა. სოცქსელში ფაქტის ამსახველი კადრები ვრცელდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლი მსხვილი ბიზნესმენი ოგანეს კამარიანია.
ქილერმა მას ზურგსა და თავში ესროლა, რის შემდეგაც მსხვერპლს ფოტოები გადაუღო და ადგილიდან მიიმალა.
არსებული ინფორმაციით, კამარიანი სომხეთში იძებნებოდა.


