Accentnews.ge
"უკვე 100 დღეა, ვიცავთ უკრაინას, გამარჯვება ჩვენია"

"უკვე 100 დღეა, ვიცავთ უკრაინას, გამარჯვება ჩვენია"

03/06/2022 10:53:28 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის მე-100 დღესთან დაკავშირებით სამთავრობო რაიონში თავის გუნდთან ერთად გადაღებულ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს.

„ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აქ არის, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შმიგალი აქ არის, პოდოლიაკი აქაა, პრეზიდენტი აქ არის. ჩვენი გუნდი გაცილებით დიდია. უკრაინის შეიარაღებული ძალები აქ არიან და რაც მთავარია – ჩვენი ხალხი აქ არის. უკვე 100 დღეა, ვიცავთ უკრაინას. გამარჯვება ჩვენია!“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S