Accentnews.ge
ნიუ-იორკის სენატმა ბიტკოინის მაინინგის ამკრძალავი კანონი დაამტკიცა

ნიუ-იორკის სენატმა ბიტკოინის მაინინგის ამკრძალავი კანონი დაამტკიცა

03/06/2022 09:55:24 მსოფლიო

ნიუ-იორკის შტატის სენატმა მაინინგის ამკრძალავი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც Proof-of-Work (PoW) სისტემის კრიპტოვალუტების, მათ შორის, ბიტკოინის მაინინგს მინიმუმ ორი წლით კრძალავს. კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ის შტატის გუბერნატორის მიერ ოფიციალურად იქნება დამტკიცებული.

შეზღუდვა მხოლოდ იმ მაინინგ ცენტრებზე ვრცელდება, რომლებიც არაგანახლებადი წყაროებიდან მოპოვებულ ელექტროენერგიას იყენებენ.

კანონმდებლების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირება და მდგრადი განვითარების სტრატეგიის ხელშეწყობა, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკის მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

დოკუმენტის თანახმად, იმ კომპანიებს, რომელთაც სურთ ნიუ-იორკში მაინინგ-ოპერაციის გაგრძელება, მოუწევთ ენერგიის 100%-ით განახლებადი წყაროებით ჩანაცვლება და ამის შესახებ სპეციალური დოკუმენტაციის მომზადება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S