Accentnews.ge
თურქეთში ინფლაციის დონემ 73.5%-იან ნიშნულს მიაღწია

თურქეთში ინფლაციის დონემ 73.5%-იან ნიშნულს მიაღწია

03/06/2022 09:51:40 მსოფლიო

მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების, სურსათისა და საქონლის გაძვირების ფონზე, თურქეთში ინფლაციის დონე მკვეთრად გაიზარდა და მაისში წლიურმა მაჩვენებელმა 73.5% შეადგინა, რაც გასული 25 წლის უმაღლესი ნიშნულია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ქვეყანაში ინფლაციის დონე 3.5%-ითაა გაზრდილი.

ერთ წელიწადში ქვეყანაში სატრანსპორტო ხარჯები თითქმის 110%-ით გაიზარდა; სურსათი პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელებს ღირებულება კი, დაახლოებით, 90%-ით არის გაზრდილი.

ინფლაციის დონის მკვეთრი ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები იზრდება, ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა კი მნიშვნელოვნად იკლებს.

ექსპერტების შეფასებით, თურქეთში ინფლაციის დონის მკვეთრად ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება და ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 19%-დან 14%-იან ნიშნულამდე შემცირებაა, რაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნით იყო განპირობებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S